ოკუპირებულ ცხინვალში გამნაღმელები სკოლებს ამოწმებენ

სექტემბერი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მილიციის სპეციალური დანაყოფების გამნაღმელები საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამოწმებენ.

როგორც დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ე.წ. მილიცია საგანმანათლებლო დაწესებულებებს სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების და სხვადასხვა ტექნიკის დახმარებით ამოწმებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს OMON - ის საინჟინრო დანაყოფების წარმომადგენლებმა ცხინვალში საგანმანათლებლო დაწესებულებების შესწავლა დაიწყეს. სპეციალური ტექნიკის და ძაღლების დახმარებით, გამნაღმელები ყველა სკოლასა და მიმდებარე ტერიტორიას შეამოწმებენ. შემოწმების დასრულების შემდეგ, სასწავლო დაწესებულებების 24 საათიან დაცვას მილიცია უზრუნველყოფს. ცხინვალის სკოლების შემოწმების შემდეგ კი დაიწყება რაიონების სკოლების ინსპექტირება", - განაცხადეს დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დე ფაქტო უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი სკოლებში, სასწავლო დღის დაწყებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების დაცვაა.

Read 1161 times Last modified on Last modified on სექტემბერი 04 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი