გორის მერიამ, 74 ელექტრონული ტენდერის შედეგად, 926 295 ლარის ეკონომია მიიღო

სექტემბერი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ტენდერების სახელშეკრულებო (ფაქტიური) ღირებულება 14 336 335 ლარით განისაზღვრა. მათი სავარაუდო სატენდერო ღირებულება ჯამში 15 262 630 ლარს შეადგენდა.

მიღებული ეკონომიით უკვე დაფინანსდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი (ატენის სასმელი წყალი - მე-3 ეტაპი, ტინისხიდის სასმელი წყალი, გარეგანათება - ნადარბაზევში, თერგვისში, კირბალში, ყელქცეულში, ცხინვალის გზატკცილის მონაკვეთზე, მეღვრეკისის გზის რეაბილიტაცია და ა.შ.).

მიმდინარე წელს მერიამ ჯამში 128 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. მათმა სატენდერო ღირებულებამ 19 758 746 ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე გაფორმებულია 74 ხელშეკრულება, უარყოფითი შედეგით დასრულებულია 6, შეწყვეტილია 1, მიმდინარეობს 24 და არ შედგა 23 ტენდერი.

23 არ შემდგარ ტენდერს შორის, ორ-ორჯერ გამოცხადდა ელექტრონული შესყიდვა 6 პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე, უკვე შედგა 4 და მიმდინარეობს 6 ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ ერთი შეწყვეტილი ტენდერიც ხელმეორედ გამოცხადების შემდეგ შედგა და გაფორმდა ხელშეკრულება.

Read 1073 times Last modified on Last modified on სექტემბერი 04 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი