გორის "დილამ" ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

სექტემბერი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ეროვნული ლიგის  23 -  ე ტურში გორის "დილა" ფოთში, ადგილობრივ კოლხეთს დაუპირისპირდა. 

ტურნირის აუტსაიდერთან აუტსაიდერთან შეხვედრამდე გორის გუნდს ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა. რაც შეეხება "კოლხეთს", მან ზედიზედ რვა მატჩში, ქულის აღებაც ვერ მოახერხა. 

გორის "დილა" მატჩის დასაწყისშივე დაწინაურდა. ანგარიში მე- 9 წუთზე ლამპტეიმ გახსნა. 55 - ე წუთზე კოვტალიუკმა სხვაობა ორამდე გაზარდა. თითქოს, "დილას" უპრობლემოდ უნდა გაემარჯვა, მაგრამ გორელთა კარში 74 -ე წუთზე პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან პატერსონ კაბორე მივიდა. მისი დარტყმული ლუკა გუგეშაშვილმა მოიგერია.

მატჩი გორელთა გამარჯვებით, 2 - 0 დასრულდა. მორიგ მატჩს გორის "დილა" ქუთაისში, "ტორპედოს" წინააღმდეგ გამართავს.

Read 760 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი