შპს "იბოლიას" მიერ შესრულებული სამუშაოები ხურვალეთში გორის მერმა ნახა

აგვისტო 31 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ დიდ ხურვალეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ ჯალაღანიამ დაათვალიერეს.

ხურვალეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოეწყო 1300 მეტრიანი ორფენიანი ასფალტის გზის საფარი და ახალი სანიაღვრე სისტემა. პროექტის ღირებულება ჯამში 526 969 ლარს შეადგენს. გზის ამ მონაკვეთზე დამონტაჟდება საგზაო ნიშნებიც. სამუშაოები შპს “იბოლია“ ასრულებს.

„ხურვალეთში მხოლოდ ეს მონაკვეთი იყო დარჩენილი, სადაც გზას რეაბილიტაცია არ ჩატარებია. სოფლის ამ ნაწილშია სკოლაც და მოსახლეობისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა აქ გადაადგილება განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. დიდ ხურვალეთში სასმელი წლის წყლის პრობლემა გვაქვს. მერიაში დაწყებულია ამ საკითხზე მუშაობა და იმედი მაქვს მიმდინარე წელს სამუშაოებს დავიწყებთ“ - კონსტანტინე თავზარაშვილი.

სოფელ დიდ ხურვალეთში 120- მდე ოჯახს სასმელი წლის პრობლემა აქვს, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარეობს სასმელი წლის სისტემის პროექტზე მუშაობა.

2017 წელს ხურვლეთში, წითელუბანსა და შავშვების დევნილთა ჩასახლებაში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით 1 855 000 ლარის ღირებულების ასფალტის საფარი მოეწყო.

Read 950 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი