Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 31 აგვისტო 2018 17:15

ახალგორის გამგებელი: საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს ქართულ ოჯახებს წასვლა აიძულოს

Rate this item
(0 votes)

“ბავშვებმა ქართულისა და ოსური ენის გარდა სხვა ენა არ იციან და როგორ უნდა აიძულონ რუსულად ლაპარაკი, არ ვიცი,“ - ასე გამოეხმაურა ახალგორის გამგებელი გავრცელებულ ინფორმაციას ახალგორის რაიონის ბაგა-ბაღში ქართულად საუბრის აკრძალვის შესახებ.

ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, საბავშვო ბაღში აღნიშნული მოთხოვნის დაყენების შემდეგ, მასწავლებლების ნაწილი უმუშევარი დარჩა.

“ორი ბაგა - ბაღი გააუქმეს, გახსნეს ახლადაშენებული, რუსების მიერ დაფინანსებული ბაღი. გასაუბრება ჩაატარეს ბაღის თანამშრომლებთან, სავალდებულო მოთხოვნად წაუყენეს რუსული და ოსური ენების ცოდნა, რომ სასწავლო - სააღმზრდელო პროცესი წარიმართოს რუსულ და ოსურ ენებზე. ამ მოთხოვნის გათვალისწინებით დააკომპლექტეს ბაღი და ქართველი მასწავლებლების ნაწილი დარჩა უმუშევარი. ეს ყველაფერი ემსახურება იმა,ს რომ აიძულონ ქართული ოჯახები, წამოვიდნენ ახალგორიდან. ეს არის ძალადობის ერთ - ერთი ფორმა მცირეწლოვან ბავშვებზე“, - განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

Read 1165 times