Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 31 აგვისტო 2018 16:28

მერიის მხარდაჭერილი ახალგაზრდული პროექტი დასრულდა

Rate this item
(0 votes)

დასრულდა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული დასკვნითი ღონისძიება, სადაც ადგილობრივმა და გამყოფ ხაზთან მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ოთხთვიანი აქტივობების შედეგები შეაჯამეს.

პროექტში, ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება შიდა ქართლში“ გორის მუნიციპალიტეტის სხვადსხვა დასახლებიდან 25-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იყო მხარდაჭერილი და გორის მუნიციპალიტეტში მას მეგობრობის ხიდი "ქართლოსი“ ახორციელებდა. არასამთავრობო ორგანიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ახალგაზრდების გააქტიურებასა და მათი განვითარებისთვის მუშაობას სამომავლოდაც აპირებს.

პროექტის განხორციელება, მერიის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო და დღეს დასრულდა. ახალგაზრდებთან ერთად შემაჯამებელ ღონისძიებას ადგილობრივი არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ ურთიერთობებს არ წყვეტენ და თემში სასიკეთო ცვლილებებისთვის ერთმანეთს ახალ იდეებსა და მათი განხორციელების გზებს გაუზიარებენ.

Read 1387 times