საარჩევნო პოლიტიკური პროცესების შესახებ გორში ტრენინგი მიმდინარეობს

აგვისტო 31 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საარჩევნო პოლიტიკური პროცესების შესახებ გორში ტრენინგი მიმდინარეობს. პროექტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფინანსური მხარდაჭერითა და “კარგი მმართველობის ინსტიტუტის“ ორგანიზებით ხორციელდება. ორგანიზაციის დამფუძნებლის, ირაკლი ხორბალაძის ინფორმაციით, ტრენინგი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

“ტრენინგი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებულობას და ცნობიერების გაზრდას საარჩევნო პოლიტიკურ პროცესებში. ტრენინგის დასრულების შემდეგ, პრაქტიკული ღონისძიებები გაიმართება - ახალგაზრდები შეხვდებიან შიდა ქართლის რეგიონში თითოეული მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს. დაესწრებიან საკრებულოს სხდომას, შეხვდებიან ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის, პოლიტიკური ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლებს, გაეცნობიან მათი საქმიანობის თავისებურებას, შეიძენენ მეტ ცოდნასა და კონტაქტებს“, - განაცხადა ირაკლი ხორბალაძემ.

ტრენინგს 25 ახალგაზრდა ესწრება, რომლებიც პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალტეტიდან შეირჩნენ.

Read 1826 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი