Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018 16:06

ოკუპანტებმა საქართველოს ხუთი მოქალაქე გაათავისუფლეს

Rate this item
(0 votes)

ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქე გაათავისუფლეს.

ისინი ქართულ მხარეს სოფელ ერგნეთის საგუშაგოსთან, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასცეს.

1988 წელს დაბადებული ბექა მაღრაძე, 1989 წელს დაბადებული ქეთევან მაღრაძე, 1992 წელს დაბადებული მზია გომური, 1997 წელს დაბადებული ვახტანგ გუბელაძე და 1996 წელს დაბადებული გია ბაღდოშვილი სამი დღის წინ, თრუსოს ხეობაში დააკავეს ოკუპანტებმა 

Read 1230 times