Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 29 აგვისტო 2018 14:10

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კომპანიის დირექტორობა ძმას გადააბარა

Rate this item
(0 votes)

კონსტანტინე თავზარაშვილმა შპს "მარინის" დოკუმენტაციაში ცვლილებები საჯარო მოხელის პოსტზე დანიშვნიდან 4 წლის შემდეგ შეიტანა.

ამ კომპანიას ის 2014 წლის აგვისტოდან 2018 წლის ივლისამდე ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ის ჯერ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, 2017 წლის ნოემბრიდან კი დღემდე გორის მუნიციპალიტეტის არჩეული მერია. 

საჯარო რეესტრის მონაცემებში შპს "მარინის" დირექტორად ამჟამად მერის ძმა, ილია თავზარაშვილი ფიქსირდება, რომელიც ამ კომპანიის 75%-იან წილს ფლობს, დარჩენილი 25% კი მერის მეუღლის, ქეთინო ტატიაშვილის საკუთრებაა. 

გორის მერს თანამდებობრივი შეუთავსებლობა ორი თვის წინ ოპოზიციამ შეახსენა, რა დროსაც ამბობდა, რომ რეესტრში ცვლილებების შეტანა დაავიწყდა, რადგან ეს კომპანია ფაქტიურად უფუნქციოა და მისგან არანაირი შემოსავალი არ გააჩნია. ამ შპს - დან შემოსავლები თავზარაშვილის მიერ შევსებულ დეკლარაციებშიც არ ფიქსირდება, თუმცა კანონდარღვევის აღმოჩენის შედეგად მან ამ კომპანიის არა თუ ლიკვიდაცია, არამედ სხვა პირებზე გადაცემა მოახდინა.

Read 1411 times