Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 28 აგვისტო 2018 21:05

ჰოსპიტალში ნაცემი ქალი მიიყვანეს

Rate this item
(0 votes)

69 წლის ქალი, სავარაუდოდ, შვილის ძმაკაცმა სცემა. 

შემთხვევა გორში ნაშუადღევს მოხდა. დაზარალებულის დასახმარებლად ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა მეზობელმა გამოიძახა.

ნაცემი ქალი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს.

არსებული ინფორმაციით, შვილის ძმაკაცი მის სახლში შეიჭრა, რათა ეჭვიანობის ნიადაგზე ანგარიში გაესწორებინა. დაზარალებულის განმარტებით, შვილის ძმაკაცმა მას შემდეგ სცემა, რაც შეიტყო, რომ მისი ძმაკაცი სანადიროდ იმყოფებოდა.

ექიმების ცნობით, დაზარალებულს სისხლჩაქცევები სახის არეში აღენიშნება.

მომხდარს გორის რაიონული სამმართველო იძიებს.

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 2021 წლამდე პრობაციონერია. ის სასჯელს ძალადობის ფაქტზე იხდიდა. 

Read 2687 times Last modified on სამშაბათი, 28 აგვისტო 2018 21:37