მარიამ მაჩაბელი: ახალგაზრდებმა უნდა გავარღვიოთ ეს ბარიერები, ძალა ჩვენშია

აგვისტო 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ქვემო ხვითის საჯარო სკოლის მოსწავლემ, 14 წლის მარიამ მაჩაბელმა გადაცემაში „კავშირგაბმულობა“ 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრა და მსმენელს მისი ოჯახის ისტორია გაუზიარა.

ის მაშინ 4 წლის იყო, თუმცა როგორც თავად ამბობს, განვითარებული მოვლენები კარგად ახსოვს. გადაცემაში ოს ადამიანებთან მისი ოჯახის ნათესაურ კავშირებსა და კონფლიქტის შედეგად შეწყვეტილ ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი აზრით, არსებულ რეალობაში მთავარი როლი ახალგაზრდებს ეკისრებათ და ქართულ-ოსური თანაცხოვრების აღდგენაზეც მათ უნდა იზრუნონ. 

"ერთ-ერთი შეხვედრიდან მახსოვს, ცხინვალელი ახალგაზრდები ქართველებს კაციჭამიებად მოიხსენიებდნენ. მას შემდეგ სულ ვოცნებობ, რომ პირადად შევხვდე მათ და ავუხსნა, რომ არ ვართ ჩვენ ისეთები, როგორსაც ადგილზე წარმოაჩენენ. მინდა ვუთხრა, რომ ქართველ ახალგაზრდებს მათთან მეგობრობის სურვილი გვაქვს. თბილები ვართ და არ გვძულს სხვა ეთნოსის წარმომადგენლები. დაუშვებელია ჩვენი გაყოფა, რადგან წლების განმავლობაში ჩვენ წინაპრებს ერთად უცხოვრიათ და მათი ტრადიცია ჩვენ უნდა გავაგრძელოთ. უნდა გავარღვიოთ ეს ბარიერები. ამას ახალგაზრდები თუ შევძლებთ. ძალა ჩვენშია", - ამბობს მარიამ მაჩაბელი.

Read 1129 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი