Back to Top
ორშაბათი, 27 აგვისტო 2018 14:27

გორელმა ძიუდოისტებმა ირკუტსკში, გუნდურ ჩათვლაში, მეორე ადგილი დაიკავეს

Rate this item
(0 votes)

წარმატებით იასპარეზეს გორელმა ძიუდოისტებმა ამ დღეებში ირკუტსკში გამართულ გუნდურ საერთაშორისო ტურნირზე 1998-2000 წწ დაბადებულებს შორის და იქვე ერთობლივი შეკრებაც გაიარეს შეჯიბრების მონაწილე სხვა გუნდებთან ერთად.


ტურნირზე, რომელშიც 5 ქვეყნის (საქართველო, იაპონია, მონღოლეთი, ყაზახეთი, რუსეთი) 14 გუნდი იღებდა მონაწილეობას საქართველოდან მხოლოდ გორის ძიუდოს კლუბი "ნიუ გორი" ასპარეზობდა. ეს კლუბი (პრეზიდენტი დავით ტატულაშვილი) ძირითადად გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული. 


შეჯიბრების პირველი ეტაპი "ნიუ გორმა" იაპონელების მშრალი ანგარიში 5:0 ძლევით დაიწყეს. მომდევნო დაპირისპირებაში გორელებმა 3:2 მოუგეს მონღოლეთის ძიუდოს აკადემიას, ნახევარფინალში კი 4:1 დაამარცხეს კრასნოიარსკი. ფინალში გორელებმა თავად ამავე ანგარიშით წააგეს მასპინძლებთან. შესაბამისად, ირკუტსკი პირველ ადგილზე გავიდა, "ნიუ გორი" მეორეზე. 


გორის გუნდის შემადგენლობა: გიორგი ბაზანდარაშვილი (66 კგ), დავით თაყაძე (73), ალექსანდრე ხუბულური (81), ომარ საური (90) და ჯაბა ქარელიშვილი (+90). მწვრთნელი ანზორ თენაძე.

Read 925 times