ადამიანის უფლებათა ცენტრი: ხელფასების გაზრდას თანამდებობის პირებს კანონი არ ავალებთ

იანვარი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საკრებულოს საჯარო მოხელეებისათვის სახელფასო ანაზღაურების გაზრდას კანონი არ ავალდებულებს, - ეს განცხადება რადიო "მოზაიკასთან" ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ალექსი მერებაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, კანონი შრომის ანაზღაურების შესახებ ადგილობრივი თვითთმართველობის წევრებმა შეიძლება ითქვას, რომ სათავაისოდ მოირგეს. იურისტი ამბობს, რომ შესაძლებელი იყო კონკრეტული თანამდებობის პირისათვის საბაზისო ხელფასის დატოვება ისე, რომ კანონი არ დარღეულიყო.


„კანონი არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს იმას, რომ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს აუცილებლად უნდა გაეზარდოთ ხელფასი. პირიქით, მითითებულია, რომ 2018-2020 წლებში არ უნდა გაიზარდოს სახელფასო ფონდი. საჯარო მოხელეებისათვის განსაზღვრულია ხელფასის ათი კატეგორია. საბაზის ხელფასად დადგენილია ათასი ლარი, მაგრამ თითოეული პირისათვის ხელფასის განსასაზღვრად ხდება ხელფასის გამრავლება ამ კოეფიციენტზე. საჯარო დაწესებულებას შეეძლო ეს საბაზისო ხელფასი დაეტოვებინა კონკრეტული სპეციალისტისათვის და არ იყო კანონით ვალდებული, რომ მოემატათ ხელფასი. შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის პირებმა სათავისოდ განმარტეს კანონი და სათავისოდ გამოიყენეს, რათა გაეზარდათ ხელფასები“,- განაცხადა მერებაშილმა

 

Read 1111 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი