Back to Top
ორშაბათი, 27 აგვისტო 2018 12:35

ქორჩილავა: “ქართულმა ოცნებამ“ ნიქოზელ ახალგაზრდებს დაპირება არ შეუსრულა

Rate this item
(0 votes)

“ნიქოზში არსებული მინი მოედანი წლებია სავალალო მდგომარეობაშია. ჩვენ, როცა მივმართეთ გორის მუნიციპალიტეტს ამ საკითხზე, გვითხრეს, რომ აღნიშნული მოედნის სხვა ადგილას გადატანას აპირებდნენ,“ - ეს განცხადება რადიო “მოზაიკასთან“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ბექა ქორჩილავამ გააკეთა.

“მივმართავ გორის მუნიციპალიტეტის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს, დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნული პრობლემის მოგვარება სოფელ ნიქოზში. დაიწყოს მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ან მოხდეს მისი სხვა ადგილას გადატანა. 6 წელია “ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და ამ ხნის განმავლობაში ვერ მოახერხა, რომ ეს მოედანი მოეწესრიგებინა“, - განაცხადა ბექა ქორჩილავამ

Read 1158 times