Back to Top
 

JPrize Web Geo

კვირა, 26 აგვისტო 2018 14:08

თედლიაშვილი: ხოჯევანიშვილი ერთ-ერთია იმათთაგან, რომელიც ამინდს ქმნიდა სასჯელაღსრულებაში

Rate this item
(0 votes)

"ხოჯევანიშვილი იყო ერთ -ერთი იმათთაგანი, რომელიც ქმნიდა ამინდს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში", - ამის შესახებ ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა რადიო "მოზაიკას" გადაცემაში "თვითმმართველობის დრო" ისაუბრა.

"გიორგი ხოჯევანიშვილი მე მახსოვს სასჯელაღსრულების სისტემიდან.  იმდროინდელი სასჯელაღსრულების სისტემა  ძალიან ჩაკეტილი იყო და არ გამოირჩეოდა პოზიტივით. ეს ადამიანიც იყო ერთ - ერთი იმათთაგანი, რომელიც ჰქმნიდა ამინდს დეპარტამენტში.  როცა პირველად გაჟღერდა ამ ადამიანის გვარი, რომ უნდა დანიშნულიყო გუბერნატორად, უნდა გითხრათ, რომ გორელებისგან საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს.  მიაჩნიათ, რომ არის პროფესიონალი,  შეუძლია მუშაობა და ა.შ.", - განაცხადა თედლიაშვილმა.

Read 1382 times