თავაქარაშვილი: სახელმწიფო ვალდებულია დადოს ტერიტორიების დაბრუნების გეგმა

აგვისტო 25 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორელმა არინა თავაქარაშვილმა რადიო „მოზაიკას“ გადაცემაში „კავშირგაბმულობა“ დეოკუპაციის შესაძლებლობებსა და ამ პროცესში სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.

მისი აზრით, თუ სახელმწიფო ტერიტორიების დაბრუნების გრძელვადიან სტრატეგიას არ შეიმუშავებს, ამ მხრივ ვითარება თანდათან უფრო გართულდება

"როდესაც სახელმწიფოს ასეთი საკითხები აქვს გადასაჭრელი, უნდა ეყოს კეთილი ნება და სახელმწიფოებრივი აზროვნება, დასვას სპეციალური ჯგუფი და უთხრას, 5-10 წლის მანძილზე თქვენ იმუშავებთ და დადეთ ამ ტერიტორიების დაბრუნების, ამ ხალხთან თანაცხოვრების გეგმა. ამას ვიძახდი, 10-15 წლის წინაც, ამას ვიძახი ახლა. დღემდე ასეთი ჯგუფი სახელმწიფოს არ დაუსვია, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს. აქ არაა საუბარი მრავალრიცხოვან ჯგუფზე, აქ არ უნდა მოიყვანო სამეგობრო. მაღალი ანაზღაურებაც უნდა მისცე და შესაბამისი პირობებიც. ამ ადამიანებზე ნაკლებად საუბრობენ ხოლმე. ეს უნდა იყოს კომპეტენტური ნდობის ჯგუფი, რომელიც დადებს ამ გეგმას.

ის სამშვიდობო პროგრამები, რაც ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება, ფაქტია, პროგრამა პროგრამისთვის მუშაობს. ასეთი პროგრამები მთავრდება და შედეგი ვერ იდება. მეტი კვალიფიკაცია და მეტი სტრატეგიული ხედვაა საჭირო. ეს მოკლევადიანი პროგრამები შედეგს ვერ დებს. სახელმწიფომ ცალკე უნდა გადადგას ნაბიჯი ცხინვალის, ცალკე აფხაზეთის მიმართულებით და ეს შედეგი დადგება აუცილებად. ამისთვის საჭიროა ძალიან კვალიფიციური სტრატეგია, როგორ გავაერთიანოთ საქართველო. ამ სტრატეგიას კი მეცნიერები და პროფესიონალი ადამიანები სჭირდება. ეს ერთი კვირისა და ერთი თვის საქმე არაა. მათ მუშაობას წლები დასჭირდება. მოაზროვნე და კვალიფიციური ადამიანების ჯგუფი თავად განსაზღვრავს ამ გეგმის შემუშავებისთვის 3 წელი დასჭირდებათ თუ 5, მაგრამ მთავარია, რომ ერთ დღეს ამ გეგმის განხორციელებაზე დაიწყება მუშაობა", - აღნიშნა არინა თავაქარაშვილმა.

Read 774 times Last modified on Last modified on აგვისტო 25 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი