ახალი თანამდებობები საკრებულოში

იანვარი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თათია გოგოლაძე

გორის საკრებულოს 4 თანამდებობის პირი შეემატა -ისინი ფრაქციების თავმჯდომარეთა მოადგილეები იქნებიან.

ილია ვარდანაშვილი -ფრაქცია "კონსერვატორების",  მიხეილ გოგებაშვილი - "მრეწველების", ასმათ ტალახაძე - ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“, ვასილისა ჯაბახიძე კი ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალააური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის ფუნქციას შეითავსებს.  განკარგულების პროექტი ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ცნობად დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. გადაწყვეტილების მიღება მათ საქართველოს პარლამენტმა  დააკისრა.

 

„პარტიის გადაწყვეტილება იყო. პარტიას გაძლიერება სჭირდება, ხალხის შემატება სჭირდება და ხალხის სამსახურში დგომა სჭირდება.  ამის გულისთვის გავაკეთებთ ყველაფერს. აქამდეც ვაკეთებდით, ამის მერე უფრო მეტს გავაკეთებთ", - განაცხადა ვარდანაშვილმა.

"მუშაობაში ბევრი რამ შეიცვლება წარმატებისაკენ. ძალიან აქტიურად ჩავერთვებით. ხალხთან ურთიერთობა, მოსახლეობის პრობლემების განხილვა, ადგილზე მოტანა და რა თქმა უნდა აღმასრულებელთან შესრულება ერთობლივად ყველა პრობლემის-ეს იქნება ჩვენი მუშაობის პირველი ნაბიჯები", - თქვა ტალახაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარე სიახლეს, ამჯერადაც, ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანებას უკავშირებს. მისი აზრით, თანამდებობის პირთა რაოდენობის გაზრდა მოსახლეობის რიცხოვნობამ განაპირობა.  

"ძალიან დიდი ფრაქციებია. საერთოდ ნომინალურად არსებობდა ფრაქციები. დღეს აღარაა ასე. ფრაქციას თავისი მოვალეობები აქვს. ფრაქციებმა უნდა წარმოადგინონ უამრავი ინიციატივა და ფრაქციები უნდა იყვნენ აქტიურად ჩართულნი".

საკრებულოს ოპოზიცია ამ დადგენილებას აკრიტიკებს. "პატრიოტთა ალიანსის" წევრი თამარ კოდოშვილი მიიჩნევს, რომ საკრებულოს წევრს, დაკისრებული ვალდებულების განსახორციელებლად, თანამდებობა არ უნდა ჭირდებოდეს.

„საკრებულოს წევრს თუ მუშაობა უნდა, ისედაც უნდა იმუშაოს. იმიტომ, რომ ის არის ხალხის არჩეული. პარტიული წესით იქნება არჩეული თუ მაჟორიტარულით, აზრი არა აქვს. ის, რომ რადგან თანამდებობები მიიღეს, უკეთესად ან უარესად იმუშავებენ, ესაა თითიდან გამოწოვილი მიზეზი".

ფრაქციების თავმჯდომარეების სახელფასო სარგო ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის. 

Read 1407 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი