გორელმა მოკრივეებმა სერბეთში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

აგვისტო 25 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორელი მოკრივეები ლუკა ნიქაბაძე (50 კგ) და გიორგი გუცაევი (75 კგ) სერბეთში გამართული ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. 


შეჯიბრებაზე ისინი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების რიგებში ასპარეზობდნენ, გორელი ნაკრების მთავარი მწვრთნელის ბექა ლობჟანიძის ხელმძღვანელობით.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდიდან მხოლოდ ამ ორმა გორელმა მოკრივემ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. 

ტურნირი საქართველოს ნაკრების მოკრივეთათვის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი შეკრების ერთ-ერთი ეტაპია. კონტინენტის ჩემპიონატი ოქტომბერში გაიმართება. 

ორივე სპორტსმენი გორის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლის წარმომადგენელია.

Read 1159 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი