გორის სამხატვრო სკოლაში ფოტოგამოფენა მოეწყობა

აგვისტო 24 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ომის ამსახველი კადრების ფოტოგამოფენა, საერთაშორისო კინოფესტივალ CinéDOC-ის საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოეწყობა.

საგამოფენო სივრცეში სხვადასხვა ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ კადრებს განათავსებენ. საღამოს, ცოცხალი მუსიკით, ბენდი გააფორმებს. 

საზაფხულო სკოლა, გორში 2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, სიმბოლურად ეწყობა. სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში, მსმენელებს საშუალება ჰქონდათ წარმატებული უცხოელი კინორეჟისორების მასტერკლასებს დასწრებოდნენ და მოკლემეტრაჟიანი ფილმები თავადაც გადაეღოთ. სემინარს ქართველებთან ერთად, აზერბაიჯანელი და სომეხი დამწყები კინორეჟისორებიც ესწრებიან. 

პროექტის ავტორი შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოა, მხარდამჭერი კი - გორის მუნიციპალიტეტის მერია. 

ფოტო: ზურა ხომერიკი

Read 1024 times Last modified on Last modified on აგვისტო 24 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი