Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 24 აგვისტო 2018 14:15

მერიის კუთვნილი ავტომანქანების შეკეთებაზე სურვილი არავინ გამოთქვა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც 10 ავტომობილის შეკეთებას გულისხმობდა, ჩავარდა.

აღნიშნული სამუშაოების შესრულებისთვის სატენდერო წინადადება მითითებულ ვადაში არავინ წარმოადგინა. შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ტენდერი სატრანსპორტო საშუალებებისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შესაკეთებლად, არ შედგა. ჯერჯერობით უცნობია, აღნიშნული მიმართულებით გამოყოფილი თანხა 4 634 ლარი მოხმარდება თუ არა და რა სახით, ავტომანქანების შეკეთებას. 

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მერიის ბალანსზე სულ 80 ირიცხება, აქედან 18 მსუბუქი, რომლებითაც ადგილობრივი საჯარო მოხელეები გადაადგილდებიან.

Read 1027 times Last modified on პარასკევი, 24 აგვისტო 2018 14:19