არინა თავაქარაშვილი: მედია ცდილობს გააშუქოს ყველა მოვლენა

აგვისტო 24 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"რეალობაა ის, რომ ერთფეროვანი მედიისგან თანდათან გადავდივართ მრავალფეროვან მედიაზე, მივდივართ პლურალისტული საზოგადოებისკენ და მედია ცდილობს გააშუქოს ყველა მოვლენა", - თქვა არინა თავაქარაშვილმა გადაცემაში "საუბრები".

"საქართველოს დამოუკიდებლობიდან 30 წელი გავიდა, ჩვენ გვეჩვენება დიდად ეს დრო, თორემ ისტორიისთვის არ არის ბევრი და მითუმეტეს, მედიის ჩამოყალიბებისთვის. ჩვენთან მედიამ დამოუკიდებლად აიდგა ფეხი ყოველგვარი დიდი და სერიოზული, აკადემიური განათლების გარეშე. ჩვენ ახლა ვსწავლობთ ამ ყველაფერს და ყველაზე კარგი ის იყო, რომ რეგიონული ჟურნალისტებიც აქტიურად დადიოდნენ ტრენინგებზე, შეხვედრებზე, მრგვალ მაგიდებზე. აი, ასე გაიზარდა ქართული ჟურნალისტიკა,“ - აღნიშნა არინამ.

შეგახსენებთ, გადაცემა ,,საუბრები“ რადიო ,,მოზაიკას“ ყოველკვირეული გადაცემაა, რომელიც პირდაპირ ეთერში (FM 97.8) გადის ყოველ კვირას 20.00 საათზე.

Read 1108 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი