ზალკალიანი: მერკელის საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი დეოკუპაციის მხარდაჭერას ნიშნავს

აგვისტო 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ის ფაქტი, რომ გერმანიის კანცლერი მიდის საოკუპაციო ხაზთან, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ გერმანიისთვის კატეგორიულად მიუღებელია ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. 

"თუნდაც ის ფაქტი, რომ ასეთი სერიოზული გამოწვევების ფონზე, სერიოზული გეოპოლიტიკური პრობლემების ფონზე, რომლის წინაშეც არის დღეს თანამედროვე მსოფლიო საზოგადოება და გერმანიის კანცლერი, ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ლიდერი მოდის საქართველოში, ეს არის ძალიან სერიოზული გზავნილი, პირველ რიგში, საქართველოს მხარდაჭერის. ასევე ის ფაქტი, რომ გერმანიის კანცლერი მიდის საოკუპაციო ხაზთან, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ გერმანიისთვის კატეგორიულად მიუღებელია ოკუპაცია“, - განაცხადა ზალკალიანმა. 

რაც შეეხება ანგელა მერკელის საოკუპაციო ხაზთან ვიზიტს, სადაც ქართული მხარის წარმომადგენელი არ იქნება, ზალკალიანმა განაცხადა, რომ არც ერთი ევროპული ქვეყნის ლიდერის ვიზიტი არ განხორციელებულა საოკუპაციო ხაზთან ევროკავშირის მონიტორინგის სადამკვირვებლო მისიის გარეშე. 

„რაც შეეხება ფორმატს, მოგიწოდებთ, რომ ყურადღებით გადაავლოთ თვალი ევროკავშირის წინა ლიდერების ვიზიტს საქართველოში. ევროკავშირის ყველა ლიდერი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, სწორედ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ ორგანიზებული შეხვედრით განხორციელდა მათი მისვლა საოკუპაციო ხაზთან. ეს არის სწორედ ის ფორმატი, რომელიც წინასწარ არის შეთანხმებული ევროკავშირის მისიასთან. არასდროს ქართული მხარე არ იყო ამ ვიზიტზე. თქვენ არასწორად ამბობთ ამ ინფორმაციას. მოგიწოდებთ გადაავლოთ თვალი ლიდერების ვიზიტებს. ევროკავშირის არც ერთი ლიდერი არ ყოფილა ოკუპაციის ხაზზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გარეშე“, - განუცხადა ზალკალიანმა ჟურნალისტებს. 

Read 446 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი