გივი ტატუნაშვილი: ჯიოევი ჩემი შვილის მკვლელებს მფარველობს

აგვისტო 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

არჩილ ტატუნაშვილის მამა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის  წარმომადგენლის, გაცხადებას გამოეხმაურა.

გივი ტატუნაშვილის განმარტებით, მურატ ჯიოევის მიერ გაკეთებული განცხადება დეზინფორმაციაა და არჩილ ტატუნაშვილის წამებით სიკვდილი საერთაშორისო ექსპერტიზამაც დაადასტურა. ჯიოევის განცხადებით, კი არჩილ ტატუნაშვილის წამება და მკვლელობა სამხარაულის ექსპერტიზამაც ვერ დაადგინა.

“ეს არის უსინდისო განცხადება, სამხარაულის ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჩემი შვილი ნაწამებია, რამაც გამოიწვია სიკვდილი. საერთაშორისო ექსპერტიზა იყო ჩარეული ამ საქმეში.სხეულზე ასზე მეტი დაზიანება ჰქონდა. ჯიოევი არის უსინდისო ადამიანი და გასაკვირი არაა მისგან,“-განაცხადა გივი ტატუნაშვილმა

Read 803 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი