გორელები ცენტრალურ ქუჩებზე პარკირების საკითხის მოწესრიგებას ითხოვენ

აგვისტო 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრები რამდენიმე ოჯახი, მერიის ტრანსპორტის განყოფილებას ყურადღებას სთხოვს.

ადგილობრივების თქმით, ბაგრატიონისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე, მათი ბინების წინ საფეხმავლო ბილიკებზე გავლა შეუძლებელია. მათი განმარტებით, ხშირად, უცხო მძღოლების მიერ, მანქანების არასწორად გაჩერების გამო, სახლიდან გასვლასაც ვერ ახერხებენ.

“საფეხმავლო ზონა ხომ საერთოდ აღარ არსებობს. პირდაპირ ქუჩაში უნდა იარო, რადგან ეს ადგილი მანქანებს უკავიათ. უკვე აღარშეგვიძლია. აქ საპარკინგე ზონაა და ჩვენ არაფერი ვიცით? წლებია ასე ხდება, დავიღალეთ უკვე“-აცხადებს, ერთ-ერთი ადგილობრივი.

“მაგალითად, ჰოსპიტალში ვისაც აქვს საქმე, გააჩერებს მანქანას და საათობით ველოდებით, როდის გამოჩნდებიან და გაიყვანენ. სახლიდან ვერ გამოვდივართ, ზოგჯერ ისეა გაჩერებული მანქანა. ხომ უნდა მოგვხედოს ვინმემ და გადაიჭრას ეს პრობლემა როგორმე“- აღნიშნა კიდევ ერთმა მცხოვრებმა.

რადიო "მოზაიკამ" გაარკვია, რომ მსგავსი სახის პრობლემა ცენტრალურ ქუჩებზე სხვა მოქალაქეებსაც ექმნებათ. მოსახლეობა ამ მხრივ სიტუაციის მოწესრიგებას ხელისუფლებას სთხოვს.

Read 687 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი