ჯიოევი: ტატუნაშვილის მკვლელობა სამხარაულის ექსპერტიზამაც ვერ დაადგინა

აგვისტო 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა საქართველოს მიერ ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს "უაზრო პროპაგანდისტული აქცია“ უწოდა.

"რაც შეეხება ტატუნაშვილის გარდაცვალებას, საკმაოდ კომპეტენტურმა სამხარაულის სახელობის ცენტრმაც კი ვერ აღმოაჩინა საკმარისი საფუძველი მკვლელობის შესახებ დასკვნის გასაკეთებლად. ამის გამო ცენტრის თანამშრომლებს საქართველოში ძლიერი ობსტრუქცია მოუწყეს. ეს არის არაადამიანური, როდესაც ადამიანის გარდაცვალებასა და მისი ახლობლების უბედურებაზე გარკვეული ძალები საქართველოში საკუთარ პოლიტიკურ ბიზნესს აკეთებენ“, - განაცხადა ჯიოევმა.

 საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი - "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ შეიტანა. 

Read 787 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი