Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2018 12:16

გორის მერი ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ათვალიერებს

Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში გორის მერი კოსტავას ქუჩაზე იმყოფება. კონსტანტინე თავზარაშვილი საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს ათვალიერებს.

 ქალაქ გორში კოსტავას, ყაზბეგის, ევდოშვილის და ეკატერინე ჯუღაშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია  შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1” ასრულებს. 

კოსტავას ქუჩაზე - 190 მეტრი, ყაზბეგის ქუჩაზე - 112 მეტრი, ევდოშვილზე - 165 მეტრი და ეკატერინე ჯუღაშვილის ქუჩის მონაკვეთზე 260 - მეტრის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 520 782 ლარი გამოიყო. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაო შესრულები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. 

მერიის ინფორმაციით, 2018 წელს გორში 4 115 830 ლარის 8 ინფრასტრუქტურული პროექტის შესრულება იგეგმება.

Read 1702 times Last modified on ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2018 12:28