ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა გორში სექტემბრიდან დაიწყება

აგვისტო 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ქურთის, ერედვისა და თიღვის მუნიციპალიტეტების გამგეობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირებისა და აღრიცხვის მიზნით, სპეციალური კომისია შეიქმნა. 

 უძრავი ქონების ფლობის ფაქტის დამდგენი სამუშაო ჯგუფი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩასახლებულ დევნილებთან მუშაობას 1 სექტემბრიდან დაიწყებს. როგორც ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტების გამგებლებმა რადიო "მოზაიკასთან" საუბარში განმარტეს, სამუშაო ჯგუფი ვალდებულია დაადგინოს პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2008 წლამდე არსებული უძრავი ქონების ფლობის ფაქტი, რომელიც უნდა დადგინდეს საფუძვლიანი მოკვლევის შედეგად, პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მოწმეთა ჩვენებებით.

სამუშაო ჯგუფი შესაბამისი დასკვნის გასაცემად პირისგან ითხოვს შემდეგი სახის დოკუმენტაციას:

 

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ბინის ორდერი, ანდერძი, საკომლო წიგნის ჩანაწერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • განმცხადებლის მეზობლების (2008 წლამდე) ნოტარიულად დამოწმებული ხელმოწერები, რითიც დასტურდება პირის მიერ უძრავი ქონების ფლობის ფაქტი (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში);
  • სხვა დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლოა მოთხოვნილ იქნას მუნიციპალიტეტის მიერ.

 

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირება და აღრიცხვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირებისა და აღრიცხვის მიზნით, გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 06 აგვისტოს N400 დადგენილების შესაბამისად ხორციელდება.

გემგებლების განმარტებით, უძრავი ქონების აღრიცხვის შედეგად შექმნილი დოკუმენტი ევროსასამართლოს გადაეგზავნება, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეს განიხილავს. 

Read 1285 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი