იოსებ მაკრახიძე: მე მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს

აგვისტო 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.

იოსებ მაკრახიძის ინფორმაციით, მმართველი გუნდის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით, მომავალ კვირას გახდება ცნობილი. მანამდე კი "ქართულ ოცნებაში" მიმდინარეობს მსჯელობა, ვინ იქნება მმართველი გუნდის ფავორიტი კანდიდატი. ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ქართულ ოცნებას" სალომე ზურაბიშვილმა მოლოდინები ვერ გაუმართლა და ახალი კანდიდატის საკითხს განიხილავენ. უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს. მათ რიცხვში არ აღმოჩნდა გორის მაჟორიტარი დეპუტატი. 

"მე პირადად მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არ არის. რასაც გადაწყვეტს მთლიანი გუნდი, მეც გავიზიარებ მათ პოზიციას. მომავალ კვირას ზუსტად გვეცოდინება ვინ იქნება პრეზიდენტობის ის კანდიდატი, ვისაც "ქართული ოცნება" მხარს დაუჭერს. ამ  ეტაპზე ჯერ ისევ აზრთა სხვადასხვაობაა ამასთან დაკავშირებით,"-აცხადებს პარლამენტის წევრი.  

Read 2159 times Last modified on Last modified on აგვისტო 23 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი