Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 18 იანვარი 2018 15:29

მერიის შეთავაზება ამხანაგობებსა და არარეგისტრირებულ კავშირებს

Rate this item
(0 votes)

2018 წელს შესაბამისი მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და არარეგისტრირებული კავშირების მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულების 90%-ს გორის მერია დააფინანსებს, - განცხადებას აღნიშნულის თაობაზე მერია სოციალური ქსელით ავრცელებს. განცხადების ტექსტს რადიო "მოზაიკა" უცვლელად გთავაზობთ:

"თანადაფინანსების გაცემა მოხდება მერიაში შესაბამისი განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში. დღემდე, პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ფინანსური თანამონაწილეობა დიფერენცირებული იყო და განსახორციელებელი სამუშაოს ტიპის მიხედვით 70%-დან 80%-მდე მერყეობდა. 

მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების წილი გორის მერის ინიციატივით გაიზარდა. კონსტანტინე თავზარაშვილმა ამის შესახებ ამომრჩევლებს დაპირება მერობის კანდიდატის ამპლუაში მისცა. მოსახლეობას მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში სახურავების, სასმელი წყლის, საკანალიზაციო ქსელის, ლიფტების, ფასადის, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების და ეზოების კეთილმოწყობისა და რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულების მხოლოდ 10%-ის დაფარვა მოუწევს. გარდა ამისა, ამხანაგობებისა და არარეგისტრირებული კავშირების სოციალურად დაუცველი წევრების ფინანსურ წილსაც თვითმმართველობა100%-ით დაფარავს.

„გორის მუნიციპალიტეტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამისთვის“ მიმდინარე წლის ადგილობრივ ბიუჯეტში 220 ათასი ლარია გათვალისწინებული.

,,თანადაფინანსების პროგრამა საუკეთესო საშუალებაა რითაც პრივატიზებული საცხოვრებელი სახლების კანონიერად დახმარება შეგვიძლია. ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოქალაქეების თანამშრომლობის კარგი ფორმა - მოქალაქეთა აქტიური ჩართულობითა და მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით განხორციელდეს პატარ-პატარა პროექტები მათივე საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად."

Read 1830 times Last modified on ხუთშაბათი, 18 იანვარი 2018 17:46