მეჯვრისხევის საბავშვო ბაღი ფაბრიკის დასახლებაში აღარ განთავსდება

აგვისტო 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საბავშვო ბაღისთვის დროებითი ფართი სოფელ მეჯვრისხევში გამოინახება - ეს განცხადება რადიო “მოზაიკასთან“ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა  გააკეთა.

ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, საბავშო ბაღის განსათავსებლად სოფელში ორი შენობა დაათვალიერეს და ამ ეტაპზე შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. 

“ჯერჯერობით მოლაპარაკება მიმდინარეობს. ტრასპორტირება საკმაოდ რთული იქნებოდა ამდენი ბავშვების ფაბრიკის დასახლებაში, ამიტომ ისევ ვარჩიეთ რომ მეჯვრისხევში გვენახა შესაბამისი ფართი. ამ ეტაპზე ორი ბინა ვნახეთ, ერთი მათგანი შესაბამისია, თუმცა იმისთვის, რომ იქ ბაღი განთავსდეს, დასჭირდება ალბათ პატარა კოსმეტიკური რემონტი. დანარჩენი ყველაფერი ნორმალურია,“-განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.

მეჯვრისხევის საბავშვო ბაღის შენობა ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დაიხურა, თავდაპირველი გადაწყვეტილებით, აღსაზრდელებს მეჯვრისხევის ფაბრიკის დასახლებაში, ალტენატიულ ფართში უნდა ევლოთ. თუმცა სააგენტომ  მოგვიანებით, პოზიცია მშობლების ინტერესების გათვალისწინებით შეცვალა, რადგან შერჩეული ადგილი სოფლიდან მოშორებით მდებარეობს. მეჯვრისხევის საბავშვო ბაღის აზღსაზრდელთა რაოდენობა კი 150-ს აღწევს. 

Read 1198 times Last modified on Last modified on აგვისტო 22 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი