Back to Top
ოთხშაბათი, 22 აგვისტო 2018 10:22

შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი ადგილობრივ ჟურნალისტებს ხვდება

Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში გორის სამხარეო ადმინისტრაციაში, შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მასპინძლობს. 

 არაფორმალური სახის შეხვედრას რეგიონში მოქმედი ჟურნალისტები ესწრებიან. რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტის განმარტებით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათისაა და გაშუქებას არ ითვალისწინებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ხოჯევანიშვილი ადგილობრივ ჟურნალისტებს გაიცნობს და არაფორმალურ გარემოში რეგიონთან დაკავშირებულ, მათთვის საინტერესო თემებზე ისაუბრებს. 

შიდა ქართლში ახალი გუბერნატორი სოზარ სუბარმა ორი დღის წინ წარადგინა. გიორგი ხოჯევანიშვილმა იმავე დღეს აღნიშნა, რომ ჟურნალისტებს ცალკე შეხვდებოდა და თითოეული მედიასაშუალების წარმომადგენელს პირადად გაიცნობდა. 

 

Read 1601 times