მეჯვრისხევში, ტყვიავსა და შინდისში, ადგილობრივ ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ

აგვისტო 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის ფერმერებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში შედგა. 

"სპეციალისტებმა შიდა ქართლის სოფლებში - მეჯრისხევი, ტყვიავი, შინდისი, ხოვლე, ხანდაკი, თელიანი, გომი, ოსიაური, ცხამურა, ბრეთი, ხვედურეთი, ბებნისი - მცხოვრები ადგილობრივების ფერმერული მეურნეობები დაათვალიერეს. მათ ფერმერებს ბოსტნეულისა და ხეხილოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის, მეცხოველეობის და ვეტერინარიის მიმართულებით ადგილზე კონსულტაციები გაუწიეს." - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტი „მობილური ექსტენცია“ 2016 წლიდან მიმდინარეობს. სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 14 ათასამდე დაინტერესებულ პირი გადამზადდა.

Read 1034 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი