შიდა ქართლის რეგიონში ტყის ხანძრებისთვის ახალ მანქანებს გამოგზავნიან

აგვისტო 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ტყის ხანძრებისთვის 40 საგანგებო მანქანა შეიძინა. 

მაღალი გამავლობის მანქანებს შიდა ქართლში, მათ შორის გორშიც გამოგზავნიან. ინფორმაცია ამის შესახებ, რადიო "მოზაიკას", საზოგადოებიასთან ურთიერთობის სამსახურმა მიაწოდა. 

"ამ მანქანების მთავარი უპირატესობა მოძრაობაში ცეცხლის ქრობაა,მანქანები მთლიანად რეგიონებზე გადანაწილდება.ახალი მანქანები შიდა ქართლის რეგიონსაც ეყოლება. ამ დროისთვის საქართველოში 6 მანქანის შემოყვანა მოხდა. უახლოეს მომავალში იგეგმება, კიდევ 14 ერთეულის შემოყვანა. წლის ბოლომდე კი, ეს რიცხვი 40-მდე გაიზრდება."-განმარტავენ პრესსამსახურში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალი მანქანები, იმ ქალაქებში გადანაწილდება, სადაც ტყის ხანძრების მაღალი რისკი არსებობს.ამ კატეგორიაში გორიცაა შესული. 

სპეციალური ტექნიკის საჭიროებაზე საუბარი გორის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით გასული წლის აგვისტოში დაიწყო, რა დროსაც ატენის ხეობაში, წიწვოვან ტყეში გაჩენილი ხანძრის სრული ლოკალიზება გარკვეულ სირთულეებს უკავშირდებოდა. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში მაშინ ადგილობრივები, შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

Read 815 times Last modified on Last modified on აგვისტო 21 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი