Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 21 აგვისტო 2018 11:19

ახალმა გუბერნატორებმა ინფრასტრუქტურის სამინისტროში სამუშაო გეგმა შეიმუშავეს

Rate this item
(0 votes)

რწმუნებულ-გუბერნატორები და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრსა და მოადგილეებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილ პრიორიტეტულ პროექტებსა და ყველა რეგიონის თანაბარი განვითარების მნიშვნელობას. 

"გავმართეთ პირველი შეხვედრა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტტურის სამინისტროში. შეხვედრისას იმ პროექტებს გავეცანით, რომელიც ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს. ასევე იმ პოტენციურ პროექტებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, რომელიც შეიძლება დაიგეგმოს და განხორციელდეს. რა თქმა უნდა ჩემი მუშაობის პროცესში ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულება არის ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზება და განხორციელება. შეხვედრა იყო პროდუქტიული და მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს ჩვენი მუშაობა ნაყოფიერად გაგრძელდება"-აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა, ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ. 

Read 1061 times