მერიამ კადრების დაკომპლექტება დათქმულ დროში ვერ მოასწრო

იანვარი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში კადრების დაკომპლექტების პროცესი გრძელდება და ამ ეტაპზე კადრების გადარჩევა მიმდინარეობს, - ეს განცხადება ,,მოზაიკასთან" ვიცე-მერმა გააკეთა. გელა კაპანაძის თქმით, კომისია მერთან შეთანხმებით გამოავლენს კონკურსანტებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ მოთხონილ კრიტერიუმებს და დაიკავებენ ვაკანტურ პოზიციებს.

ამ დროისთვის მერიაში რამდენიმე სამსახურია, რომელსაც ხელმძღვანელი ჯერჯერობით არ ჰყავს.  ამ დრომდე არც ა(ა)იპების რეორგანიზაციის პროცესი დასრულებულა. რადიო ,,მოზაიკას" 8 იანვარს მერიიდან აცნობეს, რომ კადრების დაკომპლექტება 14 იანვრამდე დასრულდებოდა, თუმცა, როგორც ირკვევა, მერიამ ვაკანტური ადგილების შევსება აღნიშნულ პერიოდში ვერ მოასწრო.

"ამ წუთებშიც მიმდინარეობს მერიაში გასაუბრების პროცესი და კადრების შერჩევა. რიგ ვაკანსიებზე კონკურსია გამოცხადებული და მათ უკვე სპეციალური კომისია გადაარჩევს. საბოლოოდ კადრები, მერთან შეთანხმებით გამოვლინდებიან", - გვითხრა ვიცე-მერმა. 

Read 1723 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი