შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი ბიზნესწილებს 9 კომპანიაში ფლობს

აგვისტო 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საჯარო რეესტრის ამჟამინდელი მონაცემებით, შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი 9 კომპანიის წარმომადგენელია, აქედან ორში ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია. 


კოოპერატივი “რკ ჯეოფრუტი“, რომელიც 2016 წლის 28 დეკემბერს დარეგისტრირდა და შპს ჯეოფრუტი, რომელიც 2013 წლის 24 ივლისს დარეგისტრიდა, ამ ორ კომპანიაში, საჯარო რეესტრის მონაცემებით მიხედვით, გიორგი ხოჯევანიშვილს ხელმძღვანელის თანამდებობა დღემდე უკავია. 

შპს ”ჯი ენ კა გრუპი“ 2014 წლის 7 აპრილს არის რეგისტრირებული და გიორგი ხოჯევანიშვილი ამ კომპანიაში 75 % -იან წილს ფლობს. 

შპს “ფრუტ ესქპორტ კომპანი“ 2014 წლის 17 სექტემბერს დარეგისტრირდა, სადაც გიორგი ხოჯევანიშვილი 100%-იან წილს ფლობს. ხელმძღვანელად მისი ოჯახის წევრი სიმონ ხოჯევანიშვილია გაფორმებული. 

შპს “ჯეო ფრუტ ფროდაქშენი“ 2014 წლის 11 ნოემბერს დარეგისტრიდა, ამ კომპანიაში გიორგი ხოჯევანიშვილი 50 %-იან წილს ფლობს, დანარჩენს 50%-ს კი ნუზარ ხოჯევანიშვილი, რომელიც ასევე ამ კომპანიის ხელმძღვანელად ფიქსირდება. 

შპს “ვესტ ლოჯისტიკს“ 2013 წლის 17 ივლისსაა რეგისტრირებული, ამ კომპანიაში ხოჯევანიშვილი 15 %-ან წილს ფლობს. 

გუბერნატორი ასევე წილებს ფლობს კომპანებში: შპს “გაზლენდი", შპს "მაქსიმუმი" და შპს "დეკერსჯორჯიაში".

Read 1079 times Last modified on Last modified on აგვისტო 20 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი