შიდა ქართლის გუბერნატორად გიორგი ხოჯევანიშვილი დაინიშნა

აგვისტო 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს პრემიერ - მინისტრმა შიდა ქართლის გუბერნატორი წარადგინა.

აღნიშნულ თანამდებობას გიორგი ხოჯევანიშვილი დაიკავებს.

გიორგი ხოჯევანიშვილი 2011-2013 წლებში საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშაობდა, მას საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის პოსტი ეკავა. ასევე იყო ვენეციის კომისიის წევრი. გარდა ამისა,  მუშაობდა კომპანია "მაგთიკომში".

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, 26 ივლისს, ხუთი რეგიონის, მათ შორის შიდა ქართლის, გუბერნატორები თანამდებობიდან გაათავისუფლა. მამუკა ბახტაძემ რეგიონული განვითარების მართვა სოზარ სუბარს ჩააბარა

Read 2088 times Last modified on Last modified on აგვისტო 20 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი