"გორმედში" მამაკაცი გარდაიცვალა
"გორმედში" 61 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი სამედიცინო ცენტრში დღეს დილით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა. ექიმებმა ის კლინიკაში კუჭთან დაკავშირებული პრობლემების დიაგნოზით დააწვინეს, თუმცა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე უთხრეს, რომ მას გული ჰქონდა გადიდებული.
მომხდარის გამო, ახლობლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსიკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
რადიო "მოზაიკა" სამედიცინო ცენტრის რეანიმაციული განყოფილების უფროსს, დავით ყაზაიშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გულის ქრონიკული უკმარისობა გახდა.
"რომ შემოიყვანეს, ვეჭვობდით, რომ ნაწლავის თრომბოზთან გვქონდა საქმე. ამ დიაგნოზით დავტოვეთ კლინიკაში. რაღაც მომენტში დასტაბილურდა მდგომარეობა, მაგრამ მერე ისევ გაუარესდა და საბოლოოდ, გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა", - გვითხრა ყაზაიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ამ დრომდე ადგილზე რჩებიან.
Latest from რადიო მოზაიკა
- გორის მერიამ რესტორნებით 10 თვეში 21-ჯერ ისარგებლა
- 2019 წელს გორის მერიამ საზღვარგარეთ მივლინებისთვის 8000 ლარზე მეტი დახარჯა
- გორის მერიაში 2020 წელს 4 900 ლარის წყალს დალევენ
- ჰოსპიტალი: პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას შსს გაავრცელებს
- გორში ავარიის შედეგად პოლიციის თანამშრომელი დაშავდა