შშს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი შიდა ქართლის გუბერნატორი ხდება

აგვისტო 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გავრცლებული ინფორმაციით, შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი იქნება. ხოჯევანიშვილი მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

სხვადასხვა წლებში ალექსანდრე ხოჯევანშვილი ასევე მუშაობდა:

2007-2009 წლებში - თავდაცვის სამინისტროს, გენერალური ინსპექციის უფროსი თანამდებობაზე, 2005-2006 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის განყოფილების უფროსი, 2004 -2005 წლები კი ის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, მინისტრის მოადგილის თანაშემწე იყო.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილის შიდა ქართლის გუბერნატორად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია “რუსთავი2“ - მა გაავრცელა. 

 

შესწორება:  მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია  შიდა ქართლის გუბერნატორად შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური ინსპექციის უფროსის, ალეკო ხოჯევანიშვილის დანიშვნის თაობაზე. 

 საქართველოს პრემიერ - მინისტრის, მამუკა ბახტაძეს გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის გუბერნატორად ალეკო ხოჯევანიშვილის ძმა, გიორგი ხოჯევანიშვილი  დაინიშნა. ის 2011-2013 წლებში საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშაობდა, სადაც საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის პოსტი ეკავა. ასევე იყო ვენეციის კომისიის წევრი. გარდა ამისა,  მუშაობდა კომპანია "მაგთიკომში.

 

 

 

Read 2416 times Last modified on Last modified on აგვისტო 20 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი