გორის მერი: აგვისტოს ომის პერიოდში სამხედრო ჰოსპიტალში, ძმასთან ერთად მიცვალებულებს ვიღებდი

აგვისტო 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

კონსტანტინე თავზარაშვილი რადიო “მოზაიკასთან“ 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებს.

გორის მერის თქმით, საომარ ვითარებაში ქალაქი არ დაუტოვებია და ცეცხლის შეწყვეტამდე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა. ა

“2008 წლის აგვისტოში ვიყავი გორში. მე არსად არ გავსულვარ. ჩემი ძმა გამოგზავნილი იყო თბილისიდან და ჰოსპიტალში მუშაობდა. პათანატომია პროფესიით და იღებდა დაღუპულ ხალხს. მეც მის გვერდით ვიყავი და ვეხმარებოდი, დახმარება სჭირდებოდა და სხვანაირად არ შემეძლო. ეს იყო საშინელი სანახავი, იმდენი გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭი ვნახე ჩემი თვალით, შოკში ვიყავი ძალიან დიდ ხანს. როდესაც აგვისტოს ომში ცეცხლი შეწყდა, მე ვიმუშავე ერთ - ერთი დაბომბილი კორპუსის აღდგენაზე. ეს იყო სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე ბინა. მისი რეაბილიტაცია მთლიანად მე გავაკეთე. ერთ-ერთი კომპანია დამიკავშირდა და მთხოვეს, რომ ყურადღება მიმექცია და მე ჩამაბარეს ამ ბინის აღდგენა მთლიანად. ერთი წელიწადი მოვანდომე ამ ყველაფერს“, - იხსენებს კოტე თავზარაშვილი

Read 1001 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი