გორის მერიამ 10 ავტომობილის შესაკეთებლად ტენდერი გამოაცხადა

აგვისტო 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სატრანსპორტო საშუალებებისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შესაკეთებლად ტენდერი გამოაცხადა. 


აღნიშნული სამუშაოების შესრულების სავარაუდო თანხა 4`631 ლარია. 

გორის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, თემურ მანველიშვილის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია მერიის ბალანსზე არსებულ 10 ავტომობილს შეაკეთებს

“გორის მუნიციპალიტეტისბალანსზე სულ 80 ავტომანქანაა, იგულისხმება ა(ა)იპ- ებისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მანქანები, თუმცა ტენდერი 10 ავტომანქანის შესაკეთებლად გამოცხდდა“, - განაცხადა თემურ მანველიშვილმა.

ამასთან ერთად მერიის ბალანსზე 18 მსუბუქი ავტომობილი ირიცხება, რომლითაც ადგილობრივი საჯარო მოხელეები გადაადგილდებიან.

Read 600 times Last modified on Last modified on აგვისტო 17 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი