Back to Top
ხუთშაბათი, 16 აგვისტო 2018 15:22

ლაშა დარსალია: დე ფაქტო ლიდერებთან რაიმე დიალოგზე ლაპარაკი არც არის და ვერც იქნება

Rate this item
(0 votes)

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია განმარტავს, რომ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერებთან რაიმე დიალოგზე ლაპარაკი არც არის და ვერც იქნება.

"მრავალი ფორმატი აქამდეც არსებობდა და იმედია, მომავალშიც იარსებებს, სადაც აფხაზური ან ცხინვალის რეგიონიდან საზოგადოებებთან დიალოგი გაგრძელდება. იმედი მაქვს, კიდევ უფრო გაძლიერდება დიალოგი ნებისმიერ ჯგუფთან, რომელიც იქნება დაინტერესებული, ვგულისხმობ საზოგადოებების წარმომადგენლებს. რაიმე ე.წ. ოფიციალურ ურთიერთობებზე არ არის ლაპარაკი და ვერც იქნება“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ პირველ არხთან საუბრისას.

რაც შეეხება საზოგადოებრივ დიალოგსა და შერიგების საკითხებს, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და ურთიერთობების აღდგენის მცდელობები არც აქამდე შეწყვეტილა. დარსალია განმარტავს, რომ საქართველოს სამშვიდობო სტრატეგიაც სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება.

Read 879 times