Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 16 აგვისტო 2018 14:50

ხიდისთავი-ატენი-ბოშურის მონაკვეთზე მომუშავე კომპანიას შესაძლოა ჯარიმა დაეკისროს

Rate this item
(0 votes)

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ხიდისთავი - ატენი - ბოშურის გზის რეაბილიტაცია 22 ოქტომბრამდე დასრულდება.

მათივე ინფორმაციით, დასრულებული სახით, პროექტი მაისის თვეში უნდა ჩაებარებინათ, თუმცა, წარმოქმნილი პრობლემების გამო, პროცესი რამდენიმე თვით გაჭიანურდა.

“ხიდისთავი - ატენი - ბოშურის გზის რეაბილიტაცია 2017 წლის მაისში დაიწყო და მიმდინარე წელს, 22 მაისს უნდა დასრულებულიყო სამუშაოები. მაგრამ ვადა გადავწიეთ 22 ოქტომბრამდე. ამის მიზეზი ბევრი რაღაც გახდა. იყო პრობლემები მოსახლეობასთან, ნაკვეთების ჩამოწრაზე, განსახლებაზე და ა.შ. მერე, ხან ამინდი არ გვიწყობდა ხელს და ამიტომ მოხდა გადადება. თუ ვერ მოხდება 22 ოქტომბერს პროექტის ჩაბარება დასრულებული სახით, კონტრაქტორი სოლიდური თანხით დაჯარიმდება. მთავარი საქმე გაკეთებულია, მიწის სამუშაოები, კლდეების ჩამოჭრა, მილები, რკინა - ბეტონის კედლები, ყველაფერს მორჩნენ. ასფალტია ფაქტობრივად დარჩენილი და იმედი გვაქვს, რომ ჩაეტევიან ვადებში“, - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ზურაბ ბექიშვილმა.

Read 1514 times Last modified on ხუთშაბათი, 16 აგვისტო 2018 15:06