Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 15 აგვისტო 2018 12:57

იოსებ მაკრახიძე: პარლამენტის სხდომა არცერთხელ გამიცდენია

Rate this item
(0 votes)

მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ წელს პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის 2119 შემთხვევა გამოვლინდა.

გორის მაჟორიტარი დეპუტატი გამცდენებს შორის არ ფიქსირდება. 

სხდომებზე არგამოცხადების საკითხზე საერთაშორისო გამჭირვალობა  - საქართველოს ბოლო ანგარიშშია საუბარი, რომელიც 2016 წლის 18 ნოემბრიდან, 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. 

დეპუტატი იოსებ მაკრახიძე ამბობს, რომ საპარლამენტო სხდომებს ყოველთვის ესწრება, მიუხედავად იმისა, რომ ტრიბუნა ამ დრომდე არასოდეს გამოუყენებია. დეპუტატი ამბობს, რომ განხილულ საკითხთა შორის, მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი, პარკირების საკითხი აღმოჩნდა. 

“არცერთი სხდომა არ გამიცდენია, ყველას ვესწრები. მე ბიზნესიდან მოსული კაცი ვარ, პოლიტიკოსი არ ვარ. პარლამენტში ისეთი ხალხია, მე არც მაცდიან და არც ვცდილობ ხოლმე განხილვებში ჩავება“, - ამბობს იოსებ მაკრახიძე.

Read 1325 times Last modified on ოთხშაბათი, 15 აგვისტო 2018 13:02