Print this page
ოთხშაბათი, 15 აგვისტო 2018 12:38

გორის "დილა" კაპიტანმა დატოვა

Rate this item
(0 votes)

ალექსანდრე კვახაძე კარიერას ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ "შევარდენში" გააგრძელებს.

გორის "დილას" ყოფილმა კაპიტანმა გუნდი რამდენიმე დღის წინ დატოვა.

ალექსანდრე კვახაძე 33 წლისაა. მან კარიერა "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო (2004-2010), შემდეგ თამაშობდა რუსთავის "მეტალურგში" (2010-2012), ქუთაისის "ტორპედოში" (2012-2013), ხოლო 2013 წლიდან გორის "დილაში" გამოდიოდა. 2007-2009 წლებში საქართველოს ნაკრებშიც იწვევდნენ, რომლის ფორმაც 12 მატჩში მოირგო.

Read 1105 times