მაკრახიძის კომპანია მშვიდობის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში უკონკურენტოა

აგვისტო 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, მშვიდობის გამზირზე ასფალტის საფარის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში, იოსებ მაკრახიძის ძმის, ალქესანდრე მაკრახიძის კომპანია უკონკურენტოდ მონაწილეობს.

გორის მერია აღნიშნულ სამუშაოებისთვის 9 638 ლარს გადაიხდის. 

სატენდერო წინადადებების მიღების ვადა გუშინ ამოიწურა, ამჟამად სპეციალური კომისია შერჩევა - შეფასების პროცესშია. 

იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატის ძმის “შპს“ - ს მერია დისკვალიფიკაციას არ მიანიჭებს, “არქმშენ სტუდია 2002“-მა სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის ვადაში უნდა შეასრულოს. 

არქმშენ სტუდია 2002“-ის წარმომადგენელმა ალექსანდრე მაკრახიძემ ამ კომპანიაში წილი სამართავდ სხვას მას შემდეგ გადააბარა, რაც კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილე გახდა. 

ამ დრომდე, შპს არქმშენ სტუდია 2002-ს მიერ მოგებული კონტრაქტების საერთო სავარაუდო ღირებულება 81 435 295 ლარია. გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 4 293 367 ლარია.

Read 1019 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი