Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 14 აგვისტო 2018 12:45

გორის საზაფხულო ბაღებში 286 ბავშვია რეგისტრირებული

Rate this item
(0 votes)

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ აღნიშნული რაოდენობის ბავშვები ბაღში ყოველდღიურად არ დადიან.

სააგენტოს ხელმძღვანელი, გაცდენებს, ბუნებრივ პროცესად აღიქვამს.

“300 - მდე ბავშვია რეგისტრირებული ჩვენს საზაფხულო ბაღებში, თუმცა, ყოველდღიურად, სრული დასწრება არ არის. ეს ბუნებრივიცაა, ზაფხულია და მშობლები შვებულებებით სარგებლობენ. შესაბამისად, ბავშვები დასასვენებლად მიჰყავთ. როდესაც ბრუნდებიან ქალაქში, სიარულს ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. ეს ბაღები იმუშავებს 14 სექტემბრის ჩათვლით. ახალი სასწავლო წელი 17 სექტემბრიდან იწყება და ყველა პატარა თავის ბაღს დაუბრუნდება“, - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.

Read 1073 times