ლია კოვზიაშვილი: ადგილები აღარ არის, მაგრამ ბავშვთა რეგისტრაციის პროცესს ვაგრძელებთ

აგვისტო 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, 13 აგვისტოს მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტის ბაგა - ბაღებში  1 303 ბავშვია რეგისტრირებული.

ლია კოვზიაშვილი ეჭვობს, რომ არსებული ადგილების რაოდენობას მსურველთა რიცხვი საგრძნობლად გადააჭარბებს, თუმცა ამბობს, რომ განცხადებების მიღებას მაინც აგრძელებენ.

“ერთ - ერთ ბაღში 50 ადგილი გვაქვს და 100-ზე მეტი მსურველია, თავისთავად, მხოლოდ ის რაოდენობა ჩაირიცხება, რაც გათვალისწინებულია. უპირატესობა მიენიჭებათ პირველ რიგში სოციალურად დაუცველებსა და დევნილებს, შემდეგ მათ ვისი და - ძმაც აღნიშნულ ბაღში დადის და ბოლოს მშობლების სამუშაო და ბავშვის საცხოვრებელ ადგილებს. დიდი ალბათობით, ბევრი ბავშვის ჩარიცხვა ვერ მოხერხდება. არ გამოვრიცხავთ, რომ დამატებითი ჯგუფებიც გავხსნათ, თუმცა თანხები რამდენად შეგვიწყობს ხელს, არ ვიცით. ამ ეტაპზე, 1 303 განცხადებაა შემოსული. დღესაც შემოდის ისევ განაცხადები. ეს რიცხვი არსებულ რაოდენობას უკვე აჭარბებს, თუმცა თვის ბოლომდე რეგისტრაცია მაინც გაგრძელდება“, - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.

Read 814 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი