ახალგაზრდები შინდისის გმირების ისტორიას გაეცნენ

აგვისტო 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერიისა და “ქართლოსი“-ს წარმომადგენლებმა, სოფელ შინდისში, გამყოფ ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდები ჩაიყვანეს და ძველი რკინიგზის სადგურთან მცირე ექსკურსია მოუწყეს.

მოზარდები, სენაკის საინჟინრო ბატალიონის 17 გმირის ისტორიას სწორედ იმ ადგილზე გაეცნენ, სადაც 10 წლის წინ რუსეთის მრავალრიცხოვან არმიასთან ბრძოლისას დაიღუპნენ.

"ჩვენ ყოველთვის უნდა მოვუყვეთ ახალ თაობას 2008 წლის გმირების ისტორია. მათ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რა ხდებოდა იმ დროს გორში, რის ფასად იბრძოდა ქართული ჯარი. უნდა ავუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო იმ ბიჭებისთვის, ვინც თავი გასწირეს, ტერიტორიული მთლიანობა, სიტყვა - საქართველო. ახალ თაობას უფროსებმა უნდა ჩავუნერგოთ და ვასწავლოთ ქვეყნის სიყვარული. ეს აუცილებელია, რომ არ დავკარგოთ ის გმირები“, - განაცხადა დიმიტრი გოგიაშვილმა.

“შინდისის გმირების ისტორია, ისედაც ვიცოდით, თუმცა ამ ამბის დეტალებში მოსმენა იმ ადგილზე, სადაც ისინი იბრძოდნენ, ბევრად ემოციური და დასამახსოვრებელია. მათ ჩვენთვის გასწირეს თავი და მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად, მინიმუმ ინფორმაცია უნდა გავავრცელოთ მათ გმირობაზე“, - გვითხრა ნათია სიდამონიძემ.

Read 729 times Last modified on Last modified on აგვისტო 13 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი