ლევან იზორია: შინდისის ბრძოლა იყო ქართველთა შეუპოვრობისა და თავდადების უპრეცედენტო მაგალითი

აგვისტო 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"საქართველოს თანამედროვე ისტორიაში შინდისის ბრძოლა იყო ქართველთა შეუპოვრობისა და თავდადების უპრეცედენტო მაგალითი", – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შინდისში განაცხადა, სადაც გმირულად დაღუპული 17 ქართველი სამხედროს ხსოვნას პატივი მიაგეს.

როგორც იზორიამ აღნიშნა, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მომავალ წელს შინდისში დაღუპულთა უკვდავსაყოფად მემორიალი გაიხსნება.

"17 ქართველი სამხედრო მოსამსახურის უკვდავსაყოფად შინდისში აშენდება მემორიალი. ჩვენ, ქართველებს ისტორიულად სწორედ ასეთი გმირობები გადაგვარჩენს“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

Read 853 times Last modified on Last modified on აგვისტო 11 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი